ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10661

ფაქტი 10661

1919 წლის 18 მარტს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვა, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გრიგოლ ამაღლობელი, როგორც არაშესაფერისი პირი. ამაღლობელი მოსწავლეებს მასწავლებლების წინააღმდეგ ამხედრებდა, ცდილობდა შური ეძია მასწავლებლებზე და კლასის დამრიგებელზე. ის გიმნაზიაში კონფლიქტურ ატმოსფეროს ქმნიდა და მასთან თანამშრომლობა გაუსაძლისი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10661; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .