1918 წლის 14 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს მათი ქაღალდის 4 დეკემბრის N 209 პასუხად სთხოვენ, აცნობონ ბარბარე ამილახვარს სხვა დროს უსწავლებია თუ არა ფრანგული ენა. უარყოფის შემთხვევაში უმჯობესია მას ჯერ-ჯერობით დაბალი კლასები ჩააბარონ და შემდეგ თანდათანობით მისცენ გაკვეთილები მაღალ კლასებში.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ბარბარე ივანეს ასულ ამილახვრის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10816 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10816]; წვდომის თარიღი: 2020-08-14