ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10837

ფაქტი 10837

1918 წლის 23 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე საგანგებო სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ანდრეევი. სიტყვა წარმოთქვა სასურსათო საქმის სამინისტროს კომისარმა ტერ-გაზარიანმა; ცენტრი მიესალმა პირველი და მეორე სახელმწიფო დუმის წევრ ფედოტ ონიპკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. გერასიმე მახარაძემ წაიკითხა თელავიდან მიღებული ინფორმაცია, რომ სროლის დროს მოუკლავთ წითელგვარდიელი გიორგი მირზოევი.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1918 | 25 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10837; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .