1920 წლის 4 ივლისს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის წინადადებით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი და მინდობილი საქმე დაასრულა. კომისიის წევრები იყვნენ: სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი, ექიმი სიმონ ჯაფარიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი დ. ჩხეიძე და ექსპერტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.

წყარო: ერთობა, 1920 | 14 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10843 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10843]; წვდომის თარიღი: 2021-04-23