1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თამარ ამირეჯიბს აცნობეს, რომ საღოლაშენის სკოლაში მისი მასწავლებლად დანიშვნის შესახებ მისწერეს აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს. მისი მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დროებით დანიშვნა 20 ნოემბრიდან შეიძლებოდა. მასწავლებლის წოდების მიღების შემდეგ კი თანამდებობაზე დაამტკიცებდნენ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11015 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11015]; წვდომის თარიღი: 2020-08-13