1919 წლის 31 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში ქართული ენის შტატის მასწავლებლად სოლომონ ანდღულაძე დამტკიცდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სოლომონ ანდღულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11143 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11143]; წვდომის თარიღი: 2020-08-14