1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: სასწავლებლის დამფუძნებელი, ალგებრა-გეომეტრიის პედაგოგი ივანე მარკოზის ძე მაჩაიძე, რუსული ენის პედაგოგი აპოლონ ტიტეს ძე სამსონია, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი, ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის პედაგოგი კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე და ფრანგული ენის პედაგოგი პორფირე იულონის ძე დგებუაძე.

წყარო: მიმოწერა ღარიბ მოწაფეთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ, განათლების სამინისტროს სასწავლებლების და გიმნაზიის მასწავლებელთა სიები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11583 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11583]; წვდომის თარიღი: 2020-08-03