1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: ანტონინა მიხეილის ასული გლებოვა – გერმანული ენის პედაგოგი; სიმონ ივანეს ძე გზელიევი – ალგებრა, გეომეტრიისა და კოსმოგრაფიის პედაგოგი; ალექსანდრე გიორგის ძე ნამორაძე – ლოგიკისა და ფსიქოლოგიის პედაგოგი; ბორის თედორეს ძე გლებოვი – რუსული ენის IV-V კლასების პედაგოგი; ილია გრიგოლის ძე დენისოვი – გერმანული ენის პედაგოგი; მარფა ჯაშიტოვა – რუსული ენის I-II კლასების პედაგოგი; ვასილ მაქსიმეს ძე ივანოვი – გეოგრაფიის პედაგოგი.

წყარო: მიმოწერა ღარიბ მოწაფეთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ, განათლების სამინისტროს სასწავლებლების და გიმნაზიის მასწავლებელთა სიები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11593 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11593]; წვდომის თარიღი: 2020-08-15