ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11914

ფაქტი 11914

1897 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომა. სხდომაზე გომარეთის სკოლის პედაგოგს გადასცეს სამგზავრო ფული 20 მან. და ორი თვის ხელფასი 50 მან., გრიგოლ ყიფშიძეს „ცხოველთა სამეფოს ამბების“ კარიკატურის ანგარიშში – 15 მან., ქართველთა ამხანაგობას „ქართლის ცხოვრების“ დასაბეჭდად – 50 მან., გ. კოტეტიშვილს წიგნების დასაკაზმში – 7 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 35 მან. და ელენე ანტონოვსკის სენაკის სკოლის რევიზიისთვის – 1,80 მან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11914; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .