ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11929

ფაქტი 11929

1897 წლის 26 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეშვიდე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე დაადგინეს: 1) ყოველ წელს საზოგადოების წევრებს გაეგზავნებოდათ წერილები და მოეთხოვებოდათ საწევრო ფულის წარმოდგენა, 2) გაზეთ ივერიას გაუგზავნიდნენ საზოგადოების წევრთა სრულ სიას და სთხოვდნენ საწევრო ფულის გამოგზავნას, 3) ყოველ წელს გაზეთ ივერიაში დაიბეჭდებოდა იმ წევრთა სია, რომლებიც საწევრო ფულს შემოიტანდნენ, 4) ყოველ დაწესებულებაში, სადაც საზოგადოების წევრები მსახურობდნენ, აირჩევდნენ აგენტებს, რომლებიც ყოველი თვის 20 რიცხვში გამოართმევდნენ წევრებს ფულს და გაუგზავნიდნენ გამგეობას, 5) დაიბეჭდებოდა ახალი საკვიტანციო წიგნები და გაეგზავნებოდა საზოგადოების აგენტებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11929; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .