ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11981

ფაქტი 11981

1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ერთი თვის ხელფასიდან, რომელიც სამსახურიდან წასვლის გამო ეძლეოდა, მისი ვალი არ დაექვითათ და გადაევადებინათ. კევლიშვილი ასევე ითხოვდა ოთხი თვის ხელფასისა და გათბობაზე მის მიერ დახარჯული 10 მანეთის მიცემას. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11981; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .