ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12069

ფაქტი 12069

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბუჭუა აფაქიძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველ თედო ჟორდანიას შეესწავლა აფაქიძის დაარსებული სკოლის მდგომარეობა და ეცნობებინა გამგეობისთვის მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12069; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .