1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ ხაზინადარმა ყველა სხდომაზე უნდა წარუდგინოს კრებას, საზოგადოებას გასულ თვეში ან უკანასკნელ და ახალ სხდომას შორის ვისგან რა თანხა შეუვიდა და რამდენი დაიხარჯა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12190 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12190]; წვდომის თარიღი: 2021-01-20