ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12292

ფაქტი 12292

1897 წლის 17 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ და დავით კარიჭაშვილმა სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ დაადგინა, რომ იაკობ გოგებაშვილს უნდა შეედგინა სენაკის სკოლისთვის ახალი სასწავლო გეგმა, ასევე სკოლის ინსპექტორი ყიფიანისთვის უნდა მიეწერათ, რომ გამგეობისგან სკოლის შესამოწმებლად გაიგზავნებოდა პიროვნება და სკოლაში უნდა დაარსებულიყო კომიტეტი. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს და ალექსანდრე გარსევანიშვილს მიანდო სენაკის სკოლის ინსპექტორის დავთრების შემოწმება, ხოლო სკოლისთვის ინსტრუქციის შედგენა ნიკოლოზ ცხვედაძეს და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12292; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .