ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12337

ფაქტი 12337

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელთა სამზრუნველოს მოხსენება გამგეობისგან სახელმძღვანელოდ მიცემული ინსტრუქციის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი განხილულიყო გამგეობის ყველა წევრის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12337; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .