ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12368

ფაქტი 12368

1897 წლის 18 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს, არალის და ვალეს მოსახლეობამ, რომ მათთვის გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იქნებოდნენ: სიმონ ბალახოვი, გრიგოლ აღოშევი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი ზაალიშვილი და პეტრე აღოშევი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ უდეში გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა მთავრობის ნებართვით, ასევე დაემტკიცებინათ სამზრუნველოს წარმოდგენილი წევრები და სამკითხველოს მოსაწყობად სამზრუნველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12368; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .