ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12397

ფაქტი 12397

1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თონეთის, ქუთაისის, სენაკის და გომარეთის სკოლების 1897 წლის ანგარიში. გამგეობამ დაადგინა, საჭირო ცნობები ჩაეწერათ საზოგადოების ანგარიშში და ასევე თონეთის სკოლის მასწავლებლისთვის, თომა კევლიშვილისთვის მოეთხოვათ პასუხი, თუ რატომ არ აცნობა გამგეობას სკოლიდან მოსწავლეების დათხოვნის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12397; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .