1886 წლის 19 მარტს ნიკო ხიზანიშვილი თიანეთიდან წერილს უგზავნის უახლოეს მეგობარსა და ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელს – ნიკო მთვარელიშვილს: ადრესანტი კმაყოფილებას გამოთქვამს ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის გამოცემის გადაწყვეტილების გამო და ატყობინებს, რომ ამ მიზნით უგზავნის „კანონთა“ ხელნაწერს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12472 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12472]; წვდომის თარიღი: 2021-04-18