ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12766

ფაქტი 12766

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ბიბლიოთეკას 1898 წლის 1-ლ იანვარს ჰქონდა 136 მან. 24 კაპ., შემოსავალი იყო 1 218 მან. 24 კაპ., გასავალი – 207 მან. 20 კაპ., ანგარიშში ნაშთი ნაჩვენები ჰქონდა 311 მან. 04 კაპ., რომელიც იმ შემთხვევაში გამოვიდოდა, წინა წლიდან რომ არ დარჩენოდა ნაშთი. 1899 წლის 1-ლი იანვრისთვის ნაშთი უნდა ყოფილიყო 447 მან. 28 კაპ. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკის გამგეს აეხსნა აღნიშნული გარემოება. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12766; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .