ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12828

ფაქტი 12828

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოგრაფიის საქმეების წარმართვა მათი საზოგადოებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა და მისი წინადადებით, ფოტოგრაფიის შენობა და ინვენტარი იჯარით უნდა გაეცათ. ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ უპასუხა, რომ იჯარით გაცემის საჭიროება არ იყო, საზოგადოების საქმეების გაფართოება კარგი იქნებოდა და შტატიც გაიზრდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12828; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .