ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13957

ფაქტი 13957

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, ია კარგარეთელის შედგენილი ქართული ხმების კრებული დაებეჭდათ და ავტორისთვის მიეცათ შემოსავლის ნახევარი, ავანსად – 50 მანეთი. ოქმს ხელს აწერენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13957; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .