ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14000

ფაქტი 14000

1899 წლის 11 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა წევრების საზოგადო კრების მოწვევის საკითხი. კრებაზე, რომელიც 29 მაისს დაინიშნა, უნდა განეხილათ საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიში, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ანდერძი, აერჩიათ საზოგადოების ახალი წევრები, გამგეობის ერთი წევრი და სამი კანდიდატი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14000; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .