1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მოურავის ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილის განკარგულებით „პოლონელთა“, „სამხატვრო წრისა“ და „ვაჭარ-მრეწველთა“ კლუბებში აკრძალული ქაღალდის თამაშის ხელმძღვანელები და დარაჯები, რომლებმაც დასათვალიერებლად მისული მოურავი კლუბში არ შეუშვეს, დააპატიმრეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 13 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1410 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1410]; წვდომის თარიღი: 2021-04-12