1908 წლის 7 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოების მთავარმა კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ 15 ივნისისთვის დანიშნულ კრებაზე დასასწრებად აირჩია ორი წარმომადგენელი – იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) და ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე (კომიტეტის წევრი). მათ დაევალათ კრების ანგარიშის წარდგენა მთავარი კომიტეტისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14185 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14185]; წვდომის თარიღი: 2020-11-24