1901 წელს ივანე ზურაბიშვილი მიიჩნევდა, რომ ფოტოგრაფიის განყოფილებას ზარალი მოჰქონდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის. პრობლემის გადასაწყვეტად ის ან იჯარით უნდა გაეცათ, ან გაეყიდათ, ანდა საერთოდ გაეუქმებინათ – შენობა დაეცალათ და გაექირავებინათ, ინვენტარი გაეყიდათ და იქ დაცული მასალა მუზეუმებში გადაენაწილებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14359 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14359]; წვდომის თარიღი: 2020-11-25