ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14451

ფაქტი 14451

1908 წლის 24 აგვისტოს ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობის მმართველი პოლიკარპე ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის შესახებ და აუწყა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა წევრთა საგანგებო კრების მოწვევა, რომელიც შეძლებდა მსგავსი საკითხების გადაწყვეტას. გამგეობას იმედი ჰქონდა, რომ ამხანაგობა „შუამავალი“ 5 თუმნით მაინც დაეხმარებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14451; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .