1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შორაპნის მაზრის შავი ქვის (მანგანუმის) მრეწველთა საბჭოდან შეატყობინეს, რომ შესაძლებლობისთანავე გაიღებდნენ თანხას როგორც ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად, ისე სპარსელი ქართველებისთვის, მაგრამ ამას უსახსრობის გამო ჯერ ვერ ახერხებდნენ. შეტყობინებას ხელი მოაწერა საბჭოს კანტორის გამგემ, იასონ ბაქრაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14797 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14797]; წვდომის თარიღი: 2020-11-30