ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14849

ფაქტი 14849

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდნენ საზოგადოებას სთხოვეს, მათთვის ქართული წიგნები გაეგზავნა, რადგან სრულიად მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14849; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .