ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15288

ფაქტი 15288

1909 წლის 9 სექტემბრის წერილიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას თანხის უქონლობის გამო უგვიანდება იაკობ ნიკოლაძისთვის ილიას საფლავის ძეგლის ჩამოსასხმელად საჭირო 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში, ამიტომ თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს, შეასრულონ 1908 წლის 23 აგვისტოს №830 შეტყობინებაში დადასტურებული მზადყოფნა და გაუწიონ გამგეობას დაპირებული ნივთიერი დახმარება. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა – გამგეობის მდივანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15288; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .