1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „საქართველო“ დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დამოუკიდებლობის მოპოვების 6 თვის აღნიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნა და ხალხში ეროვნული სულისკვეთების აღდგენა კარგი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მიტინგების გზით არ მიიღწეოდა, მას შესაბამისი აზროვნების მომზადება და ხალხის გაცნობიერება სჭირდებოდა. 6 თვე კი არ იყო აღსანიშნი თარიღი და მმართველმა პარტიამ ეს უფრო პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გააკეთა.

წყარო: საქართველო, 1918 | 4 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1564 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1564]; წვდომის თარიღი: 2021-03-06