ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15649

ფაქტი 15649

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა მოხსენება ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილის სწავლის საფასურის თანხის გაზრდის შესახებ. ისინი სწავლობდნენ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში და წინა წელს გამგეობა საფასურს ფოტოსახელოსნოს ხარჯით უხდიდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15649; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .