1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ დამფუძნებელი კრების წევრის გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ვრცელი სტატია „საიდან მოგველის საფრთხე“ გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე წერდა, ქვეყნის გადარჩენისა და ნორმალური განვითარების სწორ გზას კი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან კავშირში ხედავდა.

წყარო: საქართველო, 1918 | 8 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1570 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1570]; წვდომის თარიღი: 2021-03-06