1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ილიას სახელობის სკოლის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა ძალიან მცირე იყო ჭავაჭავაძის სახელისთვის, ამ მხრივ უფრო შესაფერისი იქნებოდა ლიტერატურული წრის დაარსება, რომელიც მოემსახურებოდა მთელი ქართველი ერის სულიერი კულტურის განვითარებას, იგი იზრუნებდა როგორც ილიას, ისე სხვათა ნაწერების გამოცემაზეც. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა ილია ნაკაშიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15751 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15751]; წვდომის თარიღი: 2020-11-24