ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 16045

ფაქტი 16045

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 12 ოქტომბრამდე შემოსავალი იყო 1416. 95 მანეთი, ხარჯი – 497. 36. 12 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19735. 86 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 16045; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .