1881 წლის 3 მარტს ბათუმის სკოლის მმართველმა ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ გუბერნატორის წარმომადგენელი კომაროვი სკოლაში რუსული ენის სავალდებულო სწავლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლის დახურვით იმუქრებოდა.

წყარო: მიწერ-მოწერა აჭარა-ქობულეთში ქართული სკოლების გახსნის შესახებ | 1880-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 16231 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/16231]; წვდომის თარიღი: 2020-11-30