ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1680

ფაქტი 1680

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ ხანებში მთავრობას მიუმართავს დავით ჭავჭავაძისათვის თხოვნით, ცხენოსანი ჯარი შეექმნა, მაგრამ მას საკუთარი პირობები წამოუყენებია, ალექსანდრე სულხანიშვილის თქმით, (ინფორმაცია არაზუსტია) ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბების უფლებასა და სრულ უფლებამოსილების მიღებას მტკიცე დისციპლინის შესატანად ჯარში. რის გამოც მთავრობა არ დათანხმდა. ცოტა დროის გასვლის შემდეგ კვლავ მიმართა მთავროიბამ თხოვნით, სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში, მტერი რომ კარს არის მომდგარი ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიას მიუმართავს : გვიშველე თავადო, სამშობლო განსაცდელშია. თქვენც ისევე უნდა დაგვეხმაროთ ამ გაჭირვების ჟამს ,როგორც თქვენს მამა- პაპას უბრძოლია ქვეყნისათვისო.

პირები:
ფაქტის ტიპი:
თანამდებობა
წყარო:
მოგონებები შეფიცულთა რაზმზე | 2007-2007

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1680; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .