ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17087

ფაქტი 17087

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სოფელ წინარეხის მოსახლეობამ გუბერნატორს სკოლის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამის მიზეზი იყო: წინარეხი შედგებოდა ორი დიდი და თერთმეტი პატარა უბნისგან. შეთანხმების თანახმად, მთელ საზოგადოებას სკოლის გადასახადი ერთად უნდა შეეგროვებინა. სხვადასხვა მიზეზების გამო სიტუაცია შეიცვალა და სკოლის მთელი ხარჯი სოფელ წინარეხს უნდა გაეღო. ისეთი ღარიბი სოფლისთვის, როგორიც წინარეხი იყო, ყოველწელიურად 250 მანეთის შეგროვება რთული აღმოჩნდა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

წელი:
1887
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1887-1887

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17087; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .