ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17131

ფაქტი 17131

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვის თხოვნა 300 მანეთის მიცემის შესახებ „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასასმელად და დაადგინა, მიეცათ 100 მან. ოქმს ხელი მოაწერეს:  თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: გიორგი იოსელიანმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ეკატერინე გაბაშვილისამ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და იაკობ გოგებაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17131; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .