ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17144

ფაქტი 17144

1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე ზურაბიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ საზოგადოების მაღაზიასთან დაარსებულიყო აგენტურა ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად. საზოგადოებას თითოეული რედაქცია დაუკლებდა რამდენიმე პროცენტს, რაც სალაროს დიდ სარგებელს მოუტანდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17144; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .