შორაპნის მანგანუმის (შავი ქვის) მრეწველთა ყრილობის საბჭოს 1908 წლის 25 აგვისტოს დადგენილებიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე, აგრეთვე მისი საფლავის ძეგლის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასასწრებად საბჭოს წარმომადგენლობა მიენდო თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ივანე (კიტა) გიორგის ძე აბაშიძეს, რომელსაც ცნობად გაეგზავნა აღნიშნული დადგენილება. დადგენილებას ხელს აწერს საბჭოს კანტორის გამგე იასონ ბაქრაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17176 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17176]; წვდომის თარიღი: 2020-11-30