ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17542

ფაქტი 17542

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი უნდა გამოეყენებინა: სკოლისთვის სახლის დასაქირავებლად, საჭირო საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლებლის ზედამხედეველებისთვის ავეჯის შესაძენად, შეშისთვის და წვრილმანი ავეჯისთვის, როგორიც არის მაგ: ბიდონი, ცოცხები და სხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17542; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .