ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17544

ფაქტი 17544

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მოხსენება თბილისში პედაგოგიური კურსების გახსნის შესახებ და გამგეობამ დაადგინა, რომ განხილვამდე მოხსენება წინასწარ გასაცნობად გაეგზავნათ გამგეობის ყველა წევრისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17544; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .