1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: რუსულ–ქართული ლექსიკონი, დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო“, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები, ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები და „სარჩობელაზედ“, აკაკი წერეთლის „სალამური“, სალომე მაღალაშვილის თარგმანები: ქრისტეფორე შმიდტის „მარიამი“, „მტრედი“, „მამის ერთგული“ და „სვიის გვირგვინი“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17767 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17767]; წვდომის თარიღი: 2021-04-15