ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17994

ფაქტი 17994

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 250 კვადრატული საჟენი იყო, ვერ განხორციელდა საზოგადოების მუზეუმთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც განსვენებულმა დავით სარაჯიშვილმა თავის არქიტექტორს ბერლინში შეადგენინა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სიმონ კლდიაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17994; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .