ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18611

ფაქტი 18611

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა ვადით შენახული ფულის ბანკის ბილეთები და სახელმწიფო ბანკის პროცენტიანი ქაღალდების მოწმობები. მისი აზრით, შეუძლებელი და მოუხერხებელი იყო სარევიზიო კომისიას ბანკებში ევლო და ბილეთების ავთენტურობა შეემოწმებინა. ასევე სკოლების რევიზია გაეკეთებინა. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობის გარეშე ბანკის გამგეობა ბილეთების შემოწმების უფლებას არავის მისცემდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18611; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .