ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18742

ფაქტი 18742

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ გამგეობას არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა, არ იცოდა უნდა გაეხსნა თუ არა ახალი სკოლები და როგორი ტიპის უნდა ყოფილიყო ისინი. სკოლები ცუდ მდგომარეობაში იყო, მასწავლებლებიც არ იყვნენ დალხენილები. ამიტომ, შალვა ქარუმიძის აზრით, ჯერ არსებული სკოლების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო და შემდეგ უნდა გახსნილიყო ახალი სკოლები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18742; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .