1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის თაობაზე დაადგინა, ეთხოვათ საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას, ეკატერინე რამაზის ასული გაბაევისასა და ივანე ზურაბიშვილისთვის გაემართათ კონცერტები სალიტერატურო განყოფილებით დეკემბერში. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18805 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18805]; წვდომის თარიღი: 2020-11-25