ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18829

ფაქტი 18829

1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა უდის სახალხო ბიბლიოთეკის სამზრუნველოს მდივანმა, რომ მათთვის გაეგზავნათ „კრებული“ და თათრული გაზეთი „თარჯიმანი“. გამგეობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18829; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .