ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18903

ფაქტი 18903

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობისაგან სასკოლო სექციას ვრცელი გეგმის შემუშავება ჰქონდა დავალებული თუ როგორ უნდა მოემზადებინა მასწავლებლები საზოგადოების სკოლებისთვის. ამასთანავე სასკოლო სექციის ხელმძღვანელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახალხო შეხვედრების მოწყობას, რომელსაც გამგეობასთან არსებული სახალხო კითხვებისა და ბიბლიოთეკების მომწყობი სექცია ხელმძღვანელობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18903; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .