ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19055

ფაქტი 19055

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ, ასევე გამგეობას სთხოვა სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო ნივთები და დახმარებოდნენ სკოლის დაზიანებული ჭერის აღდგენაში. გამგეობამ მ. კლიმიაშვილს გაუგზავნა სასწავლო ნივთები რუკებისა და სურათების გამოკლებით და ასევე შეატყობინა, რომ ჭერი თავად შეეკეთებინათ და ზაფხულისთვის გამგეობა იზრუნებდა მის განახლებაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19055; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .